logo
ENG



ამ სისტემის დედაც - ანა დოლიძე განათლების სამინისტროსთან აქციას მართავს

19 დეკ 201911:18
3 წუთის საკითხავი
 
hk7caq932vewmc4.jpg

#ამ სისტემის დედაც - ამ სლოგანით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ მოძრაობა "შენ ხმასთან" და ადვოკატთა დამოუკიდებელ ჯგუფთან ერთად 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალება განათლების სამინისტროსთან გააპროტესტა.

აქტივისტებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილს და მომხდარში სისტემის პასუხისმგებლობას კიდე ერთხელ გაუსვეს ხაზი. ანა დოლიძე პასუხისმგებლობას განათლების სამინისტროსაც აკისრებს.

დოლიძე მოითხოვს, რომ სკოლებში ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები დაბრუნდნენ და ფსიქოლოგის ცხელი ხაზი ამოქმედდეს.

„სად მიდის მაშინ მილიონობით ლარი, რომელიც მას აქვს ბიუჯეტიდან კონკრეტულად იმისთვის, რომ ჩვენ სკოლებში იყოს უსაფრთხო გარემო. ჩვენ დღეს ვითხოვთ კონკრეტულ ნაბიჯებს, ფსიქოლოგებს სკოლებში, ვითხოვთ ცხელ ხაზს, ვითხოვთ შეტყობინების სისტემას, ვითხოვთ ინსტრუქციას, როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი თუ ხედავს სტრესში მყოფ მოზარდს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

განათლების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ ანა დოლიძე აცხადებს, რომ ეეჭვება მინისტრის მოადგილის სურვილები ეფექტურ მექანიზმებში გადაიზარდოს. დოლიძის განმარტებით, შეხვედრაზე ცხელი ხაზის  ამოქმედების საკითხი დააყენეს.

„ეკა დგებუაძე შეგვხვდა ჩვენ აქციის მონაწილეებსა და დარწუნებული ვარ, რომ ის პიროვნულად ეცდება რაღაც ნაბიჯები გადადგას. ჩვენ დავაყენეთ მოქმედი რეალური ცხელი ხაზის საკითხი.  სამინისტრომ გვითხრა, რომ მათ აქვთ გარკვეული ნაბიჯები შემუშავებული. მე მეეჭვება, რომ ქალბატონი ეკას სურვილები ეფექტურ მექანიზმებში გადაითარგმნოს. გვინდა, რომ იანვრიდან უკვე იყოს ცხელი ხაზი, რომელიც ყველა ბავშვს ზეპირად ეცოდინება. სამინისტროს არ აქვს ბულინგის წინააღმდეგ სტრატეგია დაწერილი. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნება არ აქვს ხელისუფლებას, რომ განათლების სისტემა იყოს ფინეთის დონის,“ - განაცხადა ანა დოლიზემ


close დახურვა